Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვბრუნდები მკაფიო გეგმით“ - ბორელი უკრაინის დამატებით დახმარებაზე


ვოლოდიმირ ზელენსკი, ჟოზეპ ბორელი და ურზულა ფონ დერ ლაიენი
ვოლოდიმირ ზელენსკი, ჟოზეპ ბორელი და ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი, „ტვიტერზე“ წერს, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს.

ვბრუნდები მკაფიო გეგმით, წერს ის და ჩამოთვლის:

1. ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. ევროპული პარლამენტის ფორუმიდან დამატებით 500 მილიონი ევრო უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა.

3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასიური სანქციები, თუმცა საჭიროა გაკეთდეს მეტი ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.

4. ოთხშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები.

8 აპრილს ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურზულა ვონ დერ ლაიენთან ერთად უკრაინაში ჩავიდა და კიევში გამართულ შეხვედრებამდე, რუსული ჯარის მიერ განადგურებული ბუჩაც მოინახულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG