Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე კითხვარი ჩაიბარა


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა. ეს პროცედურა ლუქსემბურგში გაიმართა.

"საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის - საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს აქვს 1 თვის ვადა. საგარეოს საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG