Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არესტოვიჩი: საქართველოსთვის "ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავების ისტორიული შესაძლებლობა"


ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი. 2017 წელი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს „ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი“. ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტიკოსმა განაცხადა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„გამოვხატავ ჩემს პირად აზრს, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა შეშფოთებით ვუყურებთ. ჯერ ერთი, ეს არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავების ისტორიული შესაძლებლობა. იქ არ დარჩა რუსეთის არმია, ყველა გაიყვანეს; მეორე მხრივ, მათ [ქართველებს] მთელი მსოფლიოსა და უკრაინის მხარდაჭერა ექნებათ. ისინი არა მხოლოდ არ აკეთებენ ამას, არამედ დამატებით ცდილობენ, გაამართლონ რუსეთის პოზიციები და მოქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, ვინაიდან ჩვენ აქ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ამას ამყარებს ქართველი ხალხის ადრეული ევროატლანტიკური მისწრაფებები. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, რუსეთის გული მოიგოს თავისი მოქმედებებითა და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის,“ აღნიშნა არესტოვიჩმა.

ინტერვიუში მან ასევე ილაპარაკა ფრონტზე შექმნილ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ რა არის აუცილებელი უკრაინის ჯარების გამარჯვებისთვის, რანაირი დახმარებაა საჭირო დასავლეთიდან და უკრაინისთვის მომავალში როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG