Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯომი“ მუშაობას აჩერებს სანქციების გამო


ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა 29 აპრილიდან დროებით აჩერებს მუშაობას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა“ - აცხადებს კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო".

ქარხნებში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ დამსაქმებელმა თანამშრომლებს გარკვეული პირობები შესთავაზა, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ შემდგარა.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

XS
SM
MD
LG