Accessibility links

site logo site logo

ომის შედეგი იქნება ის, რომ უკრაინა დაიბრუნებს დონბასსა და ყირიმს - კირილ ბუდანოვი


კირილ ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ აქტიური საომარი მოქმედებების უდიდესი ნაწილი წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ომის გარდამტეხი მომენტი კი აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაა მოსალოდნელი.

„შედეგად, ჩვენ აღვადგენთ უკრაინის ხელისუფლებას მთელ ჩვენს ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით“, - ამბობს ბუდანოვი.

ინტერვიუში მან ასევე ილაპარაკა რუსეთის „უდიდეს“ დანაკარგზე. ბუდანოვს არ უკვირს რუსეთის დანაკარგის მასშტაბები, რადგან, მისი სიტყვებით, რუსული არმიის სიძლიერე მხოლოდ მითია. რუს სამხედროებს ბუდანოვმა „შეიარაღებული ადამიანების ურდო“ უწოდა.

ბუდანოვი უკანასკნელ დღეებში, ხარკოვის შემოგარენში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას:

„შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთის ფედერაციის არმიამ უდიდესი დანაკარგი განიცადა როგორც ცოცხალი ძალის, ისე ჯავშანტექნიკის მიმართულებით. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათი მისამართით განხორციელდა საარტილერიო შეტევა, ბევრმა ეკიპაჟმა დატოვა საკუთარი ტექნიკა“.

ომის გამოძიების ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, გადაწყვიტეს სრულად დაიხიონ ხარკოვის გარშემო გამაგრებული საკუთარი პოზიციებიდან. მათი ინფორმაციით, რუსეთი უკან იხევს, ერთი მხრივ, უკრაინის კონტრშეტევების და, მეორე მხრივ, შეზღუდული რესურსების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG