საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულის აივნის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც საბურთალოს გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"[კორპუსის] მდგრადობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. საერთო სარგებლობის აივნის პატარა ნაწილი ჩამოიშალა, ანუ სადარბაზოს აივანი ეგრეთ წოდებული და პატარა ნაწილია ჩამოშლილი", - აცხადებენ გამგეობაში.
მათივე თქმით, ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
დაწერეთ კომენტარი