Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭადრაკის სწავლება პირველ კლასში სავალდებულო იქნება თუ სკოლას შესაბამისი პედაგოგი ეყოლება


საილუსტრაციო ფოტო. ჭადრაკში ბავშვთა ჩემპიონატი ბიშკეკში, 7 ნოემბერი, 2021 წელი
საილუსტრაციო ფოტო. ჭადრაკში ბავშვთა ჩემპიონატი ბიშკეკში, 7 ნოემბერი, 2021 წელი

ჭადრაკის სწვალება სკოლაში პირველ კლასში ახალი სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან სავალდებულო იქნება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხელ ჩხენკელისბრძანების თანახმად პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებული იქნება იმ შემთხვევაში თუ სკოლას შესაბამისად მომზადებული პედაგოგი ეყოლება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით ჭადრაკის სწავლება დაწყებით საფეხურზე „მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზს ემსახურება.

ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სკოლაში ჭადრაკის სწავლების დასანერგად სამინისტრო ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან მოსამზადებელ სამუშაობს აწარმოებს „ მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით.

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG