Accessibility links

site logo site logo

რეზნიკოვი: უკრაინამ დაიწყო დანიური "ჰარპუნებისა" და ამერიკული ჰაუბიცების მიღება


რაკეტა "ჰარპუნის" გაშვებაგემიდან.

უკრაინამ დაიწყო გემსაწინააღმდეგო რაკეტების,ჰარპუნისმიღება დანიისგან და თვითმავალი ჰაუბიცებისა - აშშ-ისგან, განაცხადა 28 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა.

ჩვენი ქვეყნის სანაპირო დაცვა არა მხოლოდ გაძლიერდებაჰარპუნებით’, არამედ ისინი გამოყენებულ იქნება გაწვრთნილი უკრაინული გუნდების მიერ,“ დაწერა რეზნიკოვმა ფეისბუკში.

მისი თქმით, ნაპირი-გემი კლასის რაკეტაჰარპუნიუკრაინულ რაკეტანეპტუნთანერთად გამოყენებულ იქნება უკრაინის შავიზღვისპირეთის, მათ შორის ოდესის დასაცავად.

ჰარპუნიარის ნებისმიერ ამინდში მოქმედი გემსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც ჰორიზონტს მიღმა მოქმედებს, იყენებს აქტიურ სარადარო სისტემას და დაფრინავს პირდაპირ წყლის თავზე, რათა თავი აარიდოს თავდაცვის საშუალებებს. მისი გაშვება შესაძლებელია გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან, თვითმფრინავებიდან ან სანაპირო ბატარეებიდან.

რუსეთმა ჩაკეტა უკრაინის პორტები და დაბლოკა სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტი. ის შავ ზღვას იყენებს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებისთვის.

რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინამ ასევე მიიღო მძიმე საარტილერიო იარაღი, მათ შორის აშშ-ში წარმოებული თვითმავალი და მოდიფიცირებული ჰაუბიცები M109, რაც უკრაინის ჯარებს საშუალებას მისცემს, შორი მანძილიდან განახორციელოს იერიშები სამიზნეებზე.

უკრაინამ განაცხადა, რომ სურს მიიღოს ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M270, რათა გააძლიეროს თავდაცვა ქვეყნის აღმოსავლეთში. იქ რუსეთი სულ უფრო მეტად აგრესიულ შეტევას აწარმოებს და მის მიერ განხორციელებულ უმისამართო საარტილერიო იერიშებს დიდი ნგრევა და ასობით სამოქალაქო პირის სიკვდილი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG