Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს შეიძლება მისწვდეს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინას არ გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შესაძლოა მიაღწიოს სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ Reuters- იტყობინება. კონკრეტულად რა სახის შეიარაღებაზეა ლაპარაკი, ბაიდენს არ დაუზუსტებია.

გასულ კვირაში CNN- და Washington Post- იტყობინებოდნენ, რომ აშშ აპირებს, უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რამდენიმე ასეული მილით დაშორებული სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. კერძოდ, ნახსენები იყო მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა HIMARS- და ზალპური ცეცხლის სისტემა MRLS-. უკრაინის ხელისუფლება ადრე სწორედ ამ სახეობის შეიარაღების მიწოდებას ითხოვდა. მაგრამ თეთრ სახლში გამოთქვამდნენ შიშს, რომ ასეთი იარაღი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ შეტევისთვის იქნეს გამოყენებული.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ბაიდენის განცხადებასგონივრულიუწოდა. „სხვაგვარად ჩვენს ქალაქებზე იერიშის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები შეასრულებდნენ მუქარას და დარტყმებს მიაყენებდნენ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებს“, - დაწერა მედვედევმა Telegram-ში.

Washington Post-ი იტყობინება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, მაგრამ ისეთი რაკეტებით, რომლებსაც მცირე მანძილზე შეუძლიათ სამიზნეების განადგურება, რათა შემცირდეს პროვოკაციის რისკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG