Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა სამნიძე: რუსთაველზე პოლიტიკური ნიშნით თავს დაგვესხნენ


ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე
ხათუნა სამნიძე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე

პარლამენტის წევრი და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელს, დავით ბერძენიშვილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ - მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დეპუტატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

"მოვდიოდით მე და დათო ბერძენიშვილი რუსთაველის გამზირზე, ორი ადამიანი მოვიდა ქაშუეთის ეკლესიასთან, დაგვიწყეს საუბარი პოლიტიკაზე. ასეთ დროს ვჩერდებით ხოლმე და ვესაუბრებით. შემდეგ დაიწყო აგრესიული საუბარი, ვეცადე გავრიდებოდით, ვუთხარით, რომ გვეჩქარებოდა. ამის შემდეგ გადავიდნენ ლანძღვაზე, დედის გინებაზე. გვითხრეს, რომ მოღალატეები ვართ... ერთ-ერთი ფიზიკურად გაიწია დათო ბერძენიშვილზე, მე შუაში ჩავუდექი და მეც ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა ორივემ", - ამბობს ხათუნა სამნიძე.

დეპუტატის თქმით, ამ ინციდენტის დროს მან თავად იხმო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.

"მითხრა პატრულს რომ დაუძახე, ამის გამო გადამიკიდეო - პატრულის წინაც დამემუქრა", - თქვა სამნიძემ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG