Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: საქართველოს მთავრობას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოვუწოდებთ


კარენ დონფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კარენ დონფრიდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოს შესახებ. დონფრიდმა აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს დემოკრატიისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რეფორმები, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ კი თქვა, რომ ამ ინსტრუმენტს შეერთებული შტატები მთელ მსოფლიოში იყენებს, მაგრამ წინასწარ არასოდეს აანონსებს, ვის წინააღმდეგ შეიძლება დაწესდეს სანქციები.

"მოგეხსენებათ, სანქციები არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით იმის თქმა შემიძლია, რომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, გაატარონ არსებითი დემოკრატიული რეფორმები, რომელზეც ჩვენ ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიები და ჩვენი დემოკრატიების გაძლიერებისთვის ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დემოკრატიის მშენებლობა პროცესია და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება პარტნიორებს ამ პროცესში.

"დემოკრატიისთვის თავისუფალი მედია კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - ასე უპასუხა კარენ დონფრიდმა "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვას ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG