Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა რჩება თქვენდამი ერთგული: კარა მაკდონალდი


კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში
კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში

საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდმა სამოქალაქო საზოგადოების და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პარლამენტში მედიისთვის ბრიფინგი გამართა. მან განაცხდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და მისწრაფებების მხარდასაჭერად და აღნიშნა, რომ მიღწევების აღნიშვის გარდა არსებობს გამოწვევები, რომლისთვისაც საქართველომ მძიმე შრომა უნდა გასწიოს.

განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ჩამოტანილ გზავნილებს შორის, არის გზავნილი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას შეეხება, რომლის გამოც შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს.

მე ჩამოვედი საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი ამერიკის ღრმა მხარდაჭერის გზავნილით. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს და ამ მისწრაფების გზა ნათელია და ის მოითხოვს მძიმე შრომას, ბევრი რამ მიიღწა, ჩვენ ამის ნაწილად ვგრძობთ თავს, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“,- განაცხადა კარა მაკდონალდა.

მისი სიტყვებით შეხვედრა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან. შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, მედიის. აქტივისტების წარმომადგენლებს რათა ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფართო სურათი და მისი გადაჭრის გზები დაენახა.

ჩვენ გვქონდა ფართო და პროდუქციული საუბარი დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის შესახებ და საფუძვლიანად, იმაზე, როგორ დავეხმაროთ საქართველოს მიზანს რაც არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ასევე ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე გზავნილი - ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ გამოწვევებს, ეს გახლავთ პუტინის მხრიდან არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ხელახალი შეჭრა უკრაინაში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოსთვის ძალიან ახლობელია, მაგრამ ეს არის ასევე უნიკალური შესაძლოებლობის დრო საქართველოსთვის და ჩემი გზავნილია არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა, გაერთიანდით, გაერთიანდით იმის გარშემო რასაც საქართველოს ხალხი და თქვენ ყველანი გძნობთ, რომ გსურთ. ამ საქმეში ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს შევნიშნე სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს შევხვდი, შევხვდი ასევე სახალხო დამცევლის ოფისს, ბევრი მხარადმაჭერია საერთაშორისო საზოგადოებაში, თქვენსავე საზოგადოებაში და ამერიკა რჩება თქვენდამი ერთგული. ჩვენ ვრჩებით თქვენი ერთგული“,- აღნიშნა კარა მაკდონალდმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს და მის გუნდს მასპინძლობისთვის და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და მათ ვისთანაც შეხვედრები გამართა გულთბილი დახვედირისა და მიღებისთვის.

კარა მაკდონალდი საქართველოში 13 ივნისამდე დარჩება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრებთან ერთად ის, მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG