Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიაანთკართან "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს


საოკუპაციო გამყოფი ზოლი გუგუტიანთკარში. 2022 წელი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი გუგუტიანთკარში. 2022 წელი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან "ბორდერიზაციის" პროცესი განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

უწყების მტკიცებით, უკანონო მოქმედებები ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.

სუსში ამბობენ, რომ ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG