Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოში გაწევრიანებამდე ტერიტორიული პრობლემები გვაქვს გადასაჭრელი


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე ტერიტორიული პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

"ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ნატოში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ ნატოს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და ნატოელი პარტნიორების აზრი", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე ფორუმზე განაცხადა, რომ "მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში: აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG