Accessibility links

site logo site logo

რუსეთის როსტოვის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას


ხანძარი კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავში. ბელგოროდის ოლქი, 2022 წლის აპრილი

რუსეთის როსტოვის ოლქში ხანძარი გაჩნდა ქალაქ ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. რუსული სააგენტო „ტასი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ქარხნის კონსტრუქციას უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა, რასაც მოჰყვა აფეთქება და ხანძარი.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ არც რუსეთის და არც უკრაინის შესაბამის უწყებებს.

რუსული ინტერნეტ-გამოცემა "ბაზა" ავრცელებს ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ქარხნის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნას.

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქი ნოვოშახტინსკი ესაზღვრება უკრაინის ლუგანსკის ოლქს, სადაც ამჟამად ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

2022 წლის აპრილში, რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქში, კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშში, რომელსაც ხანძარი მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG