Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ზრდის ევროპაში სამხედრო ყოფნას


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ევროპაში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს ახალი საფრთხეების გამო, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამასობაში ნატო ცდილობს მიიღოს ახალი სტრატეგიული გეგმა, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება მისი მომავლისთვის.

29 ივნისს მადრიდში, ნატოს საკვანძო მნიშვნელობის სამიტზე გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ალიანსი „გაძლიერდება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში - ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში.“

ბაიდენმა, რომელიც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, თქვა, რომ ვაშინგტონი ოთხიდან ექვსამდე აძლიერებს აშშ-ის საზღვაო გამანადგურებლების ფლოტს როტაში, ესპანეთში. ასევე ის პოლონეთში შექმნის ამერიკის მე-5 საარმიო კორპუსის მუდმივ შტაბ-ბინას. ბაიდენის თქმით, ის რუმინეთში გაგზავნის „დამატებით საროტაციო ბრიგადას“, რომელშიც „3000 მეომარია და კიდევ 2000 ჯარისკაცი საბრძოლო ჯგუფიდან,“ და გააუმჯობესებს როტაციას ბალტიის ქვეყნებში. უხილავი თვითმფრინავების, F-35-ების ორი დამატებითი ესკადრილია გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში, დამატებით საჰაერო თავდაცვისა და სხვა საშუალებები განთავსდება გერმანიასა და იტალიაში.

„ჩვენ ვაგზავნით არაორაზროვან სიგნალს... რომ ნატო არის ძლიერი, შეკავშირებული და ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ამ სამიტის განმავლობაში, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კოლექტიურ ძლიერებას“, - თქვა ბაიდენმა. „ჩვენ ასეც ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ნატოს ლიდერების შეხვედრის დაწყებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG