Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-მა მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვა რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულად ცნო


განადგურებული მარიუპოლის თეატრის სატელიტური სურათი. 2022 წლის 29 მარტი
განადგურებული მარიუპოლის თეატრის სატელიტური სურათი. 2022 წლის 29 მარტი

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა 2022 წლის 16 მარტს მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შესახებ ჩატარებული გამოძიება სათაურით: "ბავშვები: თავდასხმა დონეცკის რეგიონულ აკადემიურ მარიუპოლის დრამატულ თეატრში". თეატრის თავშესაფარში იყო ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

  • Amnesty International-ის გამომძიებლების დასკვნების თანახმად, მარიუპოლის დრამატულ თეატრზე თავდასხმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. მათ საბრძოლო თვითმფრინავიდან ორი 500-კილოგრამიანი ბომბი ჩამოაგდეს.
  • გამოძიების დასკვნით, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს თეატრი, იცოდნენ რა, რომ იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დასკვნაზე მუშაობისას, საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა 53 თვითმხილველი გამოჰკითხეს.

"რამდენიმე თვის საფუძვლიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათობით თვითმხილველთან გასაუბრების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს თავდასხმა ცალსახა ომის დანაშაულია და ის რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს", - თქვა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანეს კალამარმა.

16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში ასობით ადამიანი დაიღუპა.

თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის საკრებულომ განაცხადა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

2022 წლის 20 მაისს, ქალაქზე კონტროლის დაწესების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში დრამატული თეატრის ნანგრევების დემონტაჟი დაასრულეს.

XS
SM
MD
LG