Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პრემიერი უკრაინას ჰპირდება დამატებით სამხედრო დახმარებას


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, კიევი, 3 ივლისი, 2022 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, კიევი, 3 ივლისი, 2022 წელი

კიევში ვიზიტისას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი გამოვიდა დაპირებით, რომ მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს რუსეთის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ალბანიზმა 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დახმარება მოიცავს დაჯავშნილ მანქანებს, დრონებს და მისი ღირებულება იქნება 100 მილიონამდე ავსტრალიური დოლარი (68 მილიონი ამერიკული დოლარი).

ზელენსკის თქმით, ავსტრალია უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში და ავსტრალიის მიერ წარმოებული, Bushmaster-ის ტიპის მანქანები ძალიან ღირებულია. ამ მანქანებს ძირითადად სამხედროთა გადასაყვანად იყენებენ.

ალბანიზის თქმით, ავსტრალია სანქციებს და მოგზაურობის აკრძალვას დაუწესებს რუსეთის კიდევ 16 მინისტრსა და ოლიგარქს და ეს 843-მდე გაზრდის ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას.

ეს იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი უკრაინაში.

XS
SM
MD
LG