Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა


ფოტო არქივიდან: ბათუმი, ადგილი, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა
ფოტო არქივიდან: ბათუმი, ადგილი, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე პირს, რომლებიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე იყვნენ დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს, გამოცხადდა.

ფოტო არქივიდან: ჩამონგრეული შენობა ბათუმში
ფოტო არქივიდან: ჩამონგრეული შენობა ბათუმში

26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8-სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან:

  • ზაურ ბუდაღოვს, პირველ სართულზე ბინის მფლობელს, ვის სახლშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა;
  • ამ სახლში სარემონტო სამუშაოებში ჩართულ ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი შეეფარდათ სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ფოტო არქივიდან: ჩამონგრეული სადარბაზო, ბათუმი
ფოტო არქივიდან: ჩამონგრეული სადარბაზო, ბათუმი

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. მოხერხდა მხოლოდ 1 ადამიანის გადარჩენა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის. ზაურ ბუდაღოვი და ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეები მომხდარიდან მეორე დღეს, 9 ოქტომბერს დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG