Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე: სიბინძურისგან გაბოროტებულს პირზე დუჟი მოადგა


“ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი კობახიძე განაგარძობს “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეურაცხყოფას, მის მხარდამჭერებს კი პავლიკა მოროზოვებს უწოდებს.

“გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა”, - წერს კობახიძე 26 ივლისს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კობახიძე პავლიკა მოროზოვს უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

პიონერი პავლიკ მოროზოვი 1932 წელს მოკლეს. მკვლელობის ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა, ლეგენდის თანახმად, ბავშვი მოკლა კულაკმა მამამ, რომელიც პიონერმა ხელისუფლებასთან „დააბეზღა“. სტალინის ეპოქაში პავლიკ მოროზოვის მითი იმდენად პოპულარული იყო, რომ მოკლულ ბავშვს ძეგლები აუგეს, ლექსები მიუძღვნეს და სამაგალითო პიონერად აღიარეს.

“ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია. მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი”, - წერს ის.

მისივე პოსტის თანახმად, “დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა” და 2024 წლამდე “ოცნება” მთელ ყურადღებას “დეპავლიკიზაციას” დაუთმობს.

“ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“ 25 ივლისს.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ:

“დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება”, განაცხადა ქარტიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG