Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორხესის მინიატურები


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ დღეს ისაუბრებს მსოფლიო ლიტერატურის გიგანტზე, ხორხე ლუის ბორხესსა და მის მინიატურებზე. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მწერალი მცირე ფორმის ნამდვილი ჯადოქარი იყო. ჩვენს პოდკასტში მიმოვიხილავთ ბორხესის ისეთ შედევრებს, როგორიცაა „ალეფი“, „ბაბილონური ლატარია“, „ბაბილონის ბიბლიოთეკა“ და სხვ. „პიერ მენარი, ავტორი დონ კიხოტისა“ ბორხესის, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილი ტექსტია, რომელიც სამართლიანად ითვლება პოსტმოდერნიზმის ღია მანიფესტად. მისი აზრი ისაა, რომ ვინმე მწერალი, პიერ მენარი, მიზნად ისახავს, გადაწეროს „დონ კიხოტი“. უფრო სწორად, კი არ გადაწეროს, არამედ გადაიაზროს, ისე რომ XVII საუკუნის ტექსტი, რომელშიც ერთი ასოც არ არის შეცვლილი, შეივსოს ახალი აზრით...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG