Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლელო"  რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისათვის ვიზების შემოღებას მოითხოვს


რუსეთის და ბელარუსი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას მოითხოვს „ლელო".

„ლელო” უკრაინის კონფლიქტის დაწყების დღიდან ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან

განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა, როგორც საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ", - ვკითხულობთ ოპოზიციური აპრტიის განცხადებაში.

„ლელო" მოითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.

  • შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები);
  • დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ);
  • 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.

შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში შემოვიდა რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია. „მერე ხომ გადიან და ნაშთი რჩება ამის მეათედი, შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები, მხოლოდ შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, 1%-ც შეიძლება არ იყოს", - თქვა 1აგვისტოს კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG