Accessibility links

site logo site logo

ISW: რუსეთი ყირიმის აეროდრომის დაბომბვაში უკრაინის დადანაშაულებას არ ჩქარობს


ყირიმში არსებულ აეროდრომზე მომხდარი აფეთქებისას წარმოქმნილი კვამლი, 9 აგვისტო 2022 წელი

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) აანალიზების ხერსონის ოლქში, რუსული ჯარის ზურგში და ყირიმის აეროდრომზე მომხდარ გუშინდელ აფეთქებებს.

ISW-ის ექსპერტების განცხადებით, რუსეთს დიდი სურვილი არ აქვს, უკრაინა დაადანაშაულოს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ობიექტებზე თავდასხმაში, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობას, როგორც ეს რუსული ხომალდის, „მოსკვას“ განადგურებისას მოხდა.

ინსტიტუტის თანახმად, 9 აგვისტოს აფეთქებების მიზეზის შესაფასებლად საკმარისი მონაცემები არ არსებობს, ვინაიდან ორივე აფეთქება ერთდროულად, ერთმანეთისგან დაშორებულ ობიექტებზე მოხდა. ინსტიტუტი გამორიცხავს რუსეთის ოფიციალურ ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, თუმცა არ უარყოფს საბოტაჟის და შორი მოქმედების რაკეტებით თავდასხმის ვერსიას.

ექსპერტების აზრით, უკრაინელებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ საკუთარი წარმოების რაკეტების, „ნეპტუნის“ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად გარდაქმნა, მაგრამ ამ დროისთვის ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

9 აგვისტოს რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის სამხედრო აეროდრომთან საკიში, ანექსირებულ ყირიმში. აეროდრომი მდებარეობს ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დაბა ნოვოფიოდოროვკასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG