Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთმა კომპანიამ გამოაქვეყნა ყირიმში რუსული აეროდრომის სატელიტური სურათები, რომლებშიც განადგურებული თვითმფრინავები ჩანს


კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ, Maxar Technologie-მ გამოაქვეყნა ანექსირებულ ყირიმში, სოფელ ნოვოფიოდოროვკასთან მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომის სატელიტური სურათები 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქებების შემდეგ.

10 აგვისტოს გადაღებულ სურათებზე ჩანს რუსეთის თვითმფრინავების განლაგება სპეციალურ ავიასადგომზე და აფეთქებების სერიის შედეგები, მათ შორის დამწვარი თვითმფრინავები და დამწვარი ტერიტორიის მასივი. ამავე დროს, აეროდრომის ძირითადი ასაფრენი ბილიკები არ დაზიანებულა.

მანამდე განადგურების ფოტოები გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა, რომელიც უკრაინაში სატელიტური გადაღებებით დაკავებულ ასობით არხს ადევნებს თვალს.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზამ სახელწოდებით „საკი,“ რომელიც დაბა ნოვოფიოდოროვკასთან არის განთავსებული, დაკარგა, სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის SU-30SM საბრძოლო თვითმფრინავები და and SU-24M ბომბდამშენები. ამ დასკვნას აკეთებს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო ჯგუფი „სქემები“, აფეთქებამდე და შემდგომი ფოტოების შედარების შედეგად.

9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების გარშემო რუსეთი იტყობინება, რომ ერთი პირი დაიღუპა და 14 დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქდა აეროდრომის ტერიტორიაზე შენახული ამუნიცია და რომ არ ყოფილა გარედან თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG