Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გელა გოგია


გელა გოგია სენაკში დაკრძალეს.
გელა გოგია სენაკში დაკრძალეს.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 55 წლის გელა გოგია სამხედრო პატივით დაკრძალეს მშობლიურ სენაკში, საგვარეულო სასაფლაოზე.

მებრძოლის ცხედარი მანამდე საკუთარ სახლში იყო დასვენებული, სადაც ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

“ის იყო მებრძოლი ადამიანი. ჯერ სოხუმში იბრძოდა, შემდეგ უკრაინაში. მებრძოლი სული ჰქონდა. ჯერ თურმე დაიჭრა, მე ჩემს ბიჭებს ვერ დავტოვებო და ისევ დაბრუნდა. სადაც იყო, იმ ადგილას ბომბი ჩამოვარდნილა და სასიკვდილოდ დაჭრილა. კეთილი იყო, სიყვარულს და სიხარულს აფრქვევდა. ბევრი ცრემლი და ტკივილი დაგვიტოვა”, - თქვა დაღუპულის ახლობელმა ეთერ ცხელოსანიძემ.

გელა გოგია 26 აგვისტოს დაიღუპა. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, ის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში იბრძოდა, რა დროსაც მისი დანაყოფი სარაკეტო იერიშში მოყვა. გელა გოგია წლების განმავლობაში უკრაინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. იყო აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. პირველივე დღიდან იბრძოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ. უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG