ლონდონში, 10 სექტემბერს სამეფო საბჭომ, ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯი ოფიციალურად გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეფედ - ჩარლზ III-დ.
პირველებმა გამოცხადებას ხელი მოაწერეს მეფის უფროსმა ვაჟმა, პრინც უილიამმა და შემდეგ, ჩარლზის ცოლმა კამილამ.
ჩარლზი დედის, დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად გახდა მეფე.
ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯის მეფედ გამოცხადების ტექსტი წაიკითხეს ასევე სასახლის აივნიდან. წაკითხვის ცერემონია გაიმართება ასევე ლონდონის ცენტრში, ხვალ კი, შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში. სამეფო გვირგვინის დადგმის ცერემონია გაიმართება მოგვიანებით, თარიღი ჯერ არ დაუდგენიათ.
10 სექტემბერს ჩარლზ III უნდა შეხვდეს პრემიერ-მინისტრს. დაგეგმილია ასევე პარლამენტის მიერ სამძიმრის გამოცხადება.
9 სექტემბერს ჩარლზმა განაცხადა, რომ ის მთელი სიცოცხლის მანძილზე მოემსახურება ერს, ასევე დედას, ელისაბედ II-ს. მას სურს, თქვა ბრიტანეთის მეფემ, ერის პრინციპებს წარმოადგენდეს და ხალხს ემსახუროს ლოიალობით, პატივისცემით და სიყვარულით.
ჩარლზმა თავისი უფროსი ვაჟი, უილიამი გამოაცხადა უელსის ახალ პრინცად.
10 სექტემბერს ჩარლზ III-მ თავისი დედის, დედოფალ ელისაბედ II-ის დასაფლავების დღე სახელმწიფო დასვენების დღედ დაამტკიცა. ელისაბედ II-ის დასაფლავების ცერემონია გაიმართება, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში.
დედოფლის საბოლოო განსასვენებელი ადგილი იქნება უინძორების სასახლე, მეფე ჯორჯ VI-ის კაპელა, სადაც მას მამამისის გვერდით დაკრძალავენ.