Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის უმსხვილესმა ბანკმა შეაჩერა რუსული გადახდის სისტემა "მირის" ბარათების მიღება


გადახდის სისტემა "მირის" ბარათი
გადახდის სისტემა "მირის" ბარათი

თურქეთის უმსხვილესმა კერძო ბანკმა, Iş Bankası-მ, რუსული გადახდის სისტემა "მირთან" მუშაობა დროებით შეაჩერა, ამის შესახებ Bloomberg-ზე დაყრდნობით "მედუზა" იუწყება.

არაერთი მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ცნობები თურქეთის რამდენიმე სასტუმროში "მირის" ბარათების მიღებაზე უარის თქმის შესახებ. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ რეკომენდაცია მისცა ტურისტებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას თურქეთში, თან ნაღდი ფული წაიღონ.

ამ დროისთვის თურქული ბანკები Vakıfbank, Ziraat Bank, Iş Bank და Halkbank აგრძელებენ მუშაობას "მირის" გადახდის სისტემასთან, თუმცა, მედიის ცნობით, ისინი უახლოეს მომავალში ასევე შეწყვეტენ რუსული ბარათების მიღებას.

გასულ კვირას ამერიკულმა გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზეწოლას ახდენენ თურქეთზე რუსულ ბანკებთან და, კერძოდ, რუსულ გადახდის სისტემა "მირთან" თანამშრომლობის გამო, რამაც რუსებს საშუალება მისცა, გვერდი აუარონ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაწესებულ სანქციებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს, შეებრძოლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას არა მხოლოდ თურქეთში, არამედ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც.

XS
SM
MD
LG