Accessibility links

site logo site logo

პესკოვის ვაჟი სამხედრო კომისარიატში „დაიბარეს" - ნიკოლაი პესკოვი სატელეფონო ხულიგნობას წამოეგო


ფოტო არქივიდან: დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ვაჟი სამხედრო კომისარიატში „დაიბარეს". რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა ნიკოლაი პესკოვს პირდაპირ ეთერში დაურეკეს, ვითომ სამხედრო კომისარიატიდან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ვაჟმა მისვლაზე უარი განაცხადა.

„თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ იცით, რომ მე ვარ ბატონი პესკოვი, რამდენად სწორი იქნება ჩემი იქ ყოფნა... მოკლედ, ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ", - თქვა პესკოვის შვილმა. ნიკოლაიმ დასძინა: „ხვალ რომ წამიყვანონ, დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გჭირდებათ და არც მე. სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე უნდა მესმოდეს იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებს ვგულისხმობ".

21 სექტემბრის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და "უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, საომარ სამსახურში გამოცხადებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარეზერვო ძალას შეადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG