Accessibility links

site logo site logo

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს


ფოტო არქივიდან: რუსეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალური ზონა, ლარსი. ივლისი, 2022 წელი

ზემო ლარსში მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, საბაჟო-გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით და შეუფერხებლად მუშაობს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება სრული დატვირთვით, 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბოლო 10 დღის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას შემოსულ და გასულ პირებს შორის მკვეთრი სხვაობა/მატება არ აღინიშნება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთს მასობრივად ტოვებენ. საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კვლავ რიგებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG