Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონღოლეთი იუწყება საზღვარზე რუსეთიდან ათასობით პირის გადასვლაზე


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

25 სექტემბერს მანქანების გრძელი კოლონა იდგა სასაზღვრო პუნქტთან რუსეთსა და მონღოლეთს შორის. მონღოლეთი იუწყება, რომ ქვეყანაში ათასობით პირი შევიდა რუსეთიდან მას მერე, რაც კრემლმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და მამაკაცებს გაწვევის საფრთხე შეექმნათ.

ანალოგიური მონაცემები ვრცელდება საქართველოდან, ფინეთიდან და სომხეთიდან.

დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა უკვე ათიათასობით სამხედრო დაკარგა უკრაინაში შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში.

სააგენტო AFP-ი ავრცელებს მონღოლეთის მესაზღვრის სიტყვებს, რომ ბოლო ხუთ დღეში ქვეყანაში რუსეთიდან შევიდა 3000-ზე მეტი ადამიანი და მათ შორის დაახლოებით ექვსიდან ხუთი მამაკაცია.

რუსეთის მოქალაქეებს ვიზის გარეშე 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ მონღოლეთში დარჩენა და შემდეგ დარჩენის ნებართვის კიდევ 30 დღით გაგრძელება.

სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება რუსეთში პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მოსკოვსა და ათობით სხვა ქალაქში იმართება მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, რომლებზეც პოლიციამ დააკავა 800-მდე მოქალაქე.

სავსეა რუსეთიდან მიმავალი თვითმფრინავები - მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ძალიან გაიზარდა ბილეთების ფასი სტამბოლის და უცხოეთის სხვა ქალაქების რეისებზე.

XS
SM
MD
LG