Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოკავშირე ყაზახეთი არ აღიარებს ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს


აიბეკ სმადიაროვი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
აიბეკ სმადიაროვი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

ყაზახეთი, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა, არ აღიარებს იმ ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს, რომლებიც მოსკოვმა ჩაატარა რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინაში.

როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიბეკ სმადიაროვმა 26 სექტემბერს თქვა, ასტანა "ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის" პრინციპს აფუძნებს თავის პოზიციას უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში მიმდინარე რეფერენდუმებზე.

სმადიაროვის თქმით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ღიად გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების იმ ნაწილებზე, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ, ისევე, როგორც უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების არეალებზე, რომლებსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები მიმდინარე წლის მარტში დაეპატრონნენ.

ივნისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, სცენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გვერდით მჯდომმა ტოყაევმა, უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის იმ რეგიონებს, რომლებსაც მოსკოვი "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკად" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკად" აღიარებს, უწოდა "კვაზისახელმწიფოები" და თქვა, რომ ყაზახეთი მათ არ სცნობს.

XS
SM
MD
LG