Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 18 ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემით უზრუნველყოფს


მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინაში
მაღალი მობილობის სარაკეტო სისტემა (HIMARS) უკრაინაში

ოთხშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. პენტაგონის განცხადების თანახმად, მასში შევა 18 მაღალი სიზუსტის HIMARS სარაკეტო სისტემა და შესაბამისი საბრძოლო მასალა, 150 ჯავშანმანქანა, 150 ტაქტიკური საავტომობილო ბუქსირი, ასევე დაცვის სისტემები ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებისგან, რომლების გამოყენებაც ბრძოლის ველზე რუსეთმა ცოტა ხნის წინ დაიწყო.


სააგენტო AFP-ის ცნობით, უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთლიანობაში 16 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება გაუწია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG