Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის მერი ამბობს, რომ მანქანა დაუწვეს


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა ამბობს, რომ მანქანა დაუწვეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მანქანა მის სახლთან იყო გაჩერებული.

გია ხარჩილავა მანქანის დაწვას თავის საქმიანობას უკავშირებს.

"ფაქტი მოხდა დილის ოთხის ნახევარზე, იგრძნო შვილმა და დაგვიძახა, გამოვიძახეთ სამაშველო. 100 პროცენტით გამართული იყო მანქანა, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს ვინმემ გააჩინა, ჩემი პირადი აზრით... [მიზეზი არის] ჩვენი მიდგომები, რომ არ ვართ მუჭში მოქცეული თვითმმართველობა - ვატარებთ რეფორმებს და კორუფციულ შემთხვევებს ვავლენთ... მერი ამით პოლიტიკას არ შეცვლის და სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს", - თქვა წალენჯიხის მერმა "ფორმულასთან" კომენტარში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.

გია ხარჩილავა საქართველოს 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG