Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომისიამ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასება დაასრულა - ვინ რამდენი ქულა მიიღო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებისთვის შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. თითოეული კანდიდატი 9-კაციანმა ჯგუფმა ოთხი კრიტერიუმით შეაფასა 0-დან 10 ქულამდე, გასაუბრების გარეშე.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რამდენი ქულა დააგროვეს კანდიდატებმა:

  1. ანა აბაშიძე - 321
  2. ნაზი ჯანეზაშვილი - 288
  3. ნუგზარ კოხრეიძე - 237
  4. გიორგი ბურჯანაძე - 231
  5. სერგო მახარაძე - 223
  6. მარიკა არევაძე - 221
  7. თინათინ ერქვანია - 221
  8. გიორგი მარიამიძე - 171
  9. ლელა გაფრინდაშვილი - 166
  10. ქეთევან ჩაჩავა - 154
  11. სოფიო დემეტრაშვილი - 152
  12. ნიკოლოზ ნიკოლაძე - 105
  13. ალექსანდრე კობაიძე - 78
  14. იაგო ხვიჩია - 62
  15. ჯემალ ნათელაშვილი - 56
  16. ლევან კოკორაშვილი - 53
  17. გიორგი ცობეხია - 53
  18. მაკა მინდიაშვილი - 17
  19. ევგენია თავაძე - 4

სახალხო დამცველობის კანდიდატებიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს, მათ შორის არიან "საქართველოს სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე და მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციებს “მდიდარი NGO-ების კლანი” უწოდა და თქვა, რომ მათ “სრულიად დახურულ რეჟიმში,” კლანის პრინციპებით შეარჩიეს კანდიდატები, რაც მიუღებელია და კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას პროცესისადმი.

კობახიძის განცხადების პასუხად სამოქალაქო სექტორმა განმარტა, რომ 52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 5 კანდიდატიდან კენჭისყრით აარჩია ის სამი ადამიანი, რომლებიც საზოგადოებას 27 სექტემბერს წარუდგინეს და რომ გააგრძელებენ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას მათ პარლამენტში წარსადგენად - ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.

სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG