Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაღუპული 13 წლის გოგო დაკრძალეს


სამების ეკლესია, სადაც მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი გაიმართა
სამების ეკლესია, სადაც მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი გაიმართა

13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით დაიღუპა, დაიკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა ვაკეში, სამების ტაძარში.

იმავე დღეს შადრევანში დენი დაარტყა მარტია მეფარიშვილს ორ მეგობარს. მათგან ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს, მეორე კი ისევ მკურნალობს. როგორც ოჯახის ახლობელმა მედიას უთხრა, მას ეს დღე არ ახსოვს.

თვითმხილველი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ამბობს, რომ მოზარდების წყლიდან ამოყვანა რთული იყო, რადგან დენი მათ დასახმარებლად ჩასულ კაცსაც არტყამდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა). როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

XS
SM
MD
LG