Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტად "ლულა" ბრუნდება - მან "ბრაზილიელი ტრამპი" დაამარცხა


ბრაზილიის არჩეული პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა. 2022 წლის 30 ოქტომბერი
ბრაზილიის არჩეული პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა. 2022 წლის 30 ოქტომბერი

ბრაზილიის პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც ბრაზილიელები უბრალოდ, "ლულას" ეძახიან. მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა ხმების თითქმის 51%-ით. მემარჯვენე პოპულისტ ბოლსონარუს ხმა მისცა ამომრჩეველთა 49%-მა.

67 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2018 წლიდან. ბოსლონარუმ, რომელსაც „ბრაზილიელ ტრამპს“ უწოდებენ, მსოფლიოში სახელი გაითქვა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, როცა დაავადება COVID-19-ს არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევდა, სხვა ქვეყნების მთავრობებს შეზღუდვების გამო დასცინოდა და აცრაზეც უარი თქვა. ბრაზილია კოვიდის ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული ქვეყანაა. საარჩევნო კამპანიის დროს, ბოლსონარუ მის კონკურენტს „ბანდიტს“ უწოდებდა.

77 წლის ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი იყო 2003-2010 წლებშიც. მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე, როცა პარტიული საქმიანობა დაიწყო, და სილვა იყო პროფკავშირების ერთ-ერთი ლიდერი, მეტსახელად "ლულა", რომელიც მოგვიანებით ოფიციალურად სახელადაც აიღო.

2018 წელს ლუის ინასიუ ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2021 წელს, ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა. ლულა და სილვას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს ბრაზილიის მეზობელი სახელმწიფოების და აშშ-ის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა.

XS
SM
MD
LG