Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-პოლონური უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა სრულდება - თავდაცვის სამინისტრო


თავდაცვის მინისტრი ახალ საწარმოში
თავდაცვის მინისტრი ახალ საწარმოში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულდება საწარმოს მშენებლობა, რომელმაც ქართულ-პოლონური უპილოტო საფრენი აპარატები უნდა გამოუშვას. თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ საფრენი აპარატების გამოშვება უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

"სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალსა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

ქართულ-პოლონურ ერთობლივ სამხედრო დანიშნულების იარაღის შექმნაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში 9 ივნისს ისაუბრა.

„ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG