Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა


ილია მეორე
ილია მეორე

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს, კირილეს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტს რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

"თქვენო უწმინდესობავ! ქრისტესმიერი სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ამ მძიმე წუთებში გისურვებთ ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას.

ჩვენ ასევე გვინდა გისურვოთ, თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის", - წერია მისალოც ტექსტში.

რუსეთის პატრიარქი კირილე 1946 წლის 20 ნოემბერს დაიბადა.

უკრაინისა და დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი კირილეს ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ 25 სექტემბრის ქადაგებაში თქვა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ცოდვების შენდობისა, რომლებიც სამხედრო ფიცს აღასრულებენ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე ევროკავშირის სანქციათა სიაში შეიყვანოს.

XS
SM
MD
LG