Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიცია იცავს - იჩქერიის მთავრობა


თუმსო აბდურახმანოვი
თუმსო აბდურახმანოვი

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და მას შვედეთის პოლიცია იცავს, ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ფლობს, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშაა", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა. იგი "ინფორმაციის საკუთარ წყაროებს" დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იცავს აბდურახმანოვს პოლიცია. მანვე უარყო ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე და რადიო კომპანია „გროზნოს“ დირექტორის სიტყვები, ბლოგერის სავარაუდო სიკვდილში თითქოს დევნილობაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის შესაძლო მონაწილეობაზე. შვედეთის პოლიცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

მანამდე შვედეთის პოლიციამ არ დაადასტურა და უკომენტაროდ დატოვა აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობაზე გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციები.

  • დაუდასტურებელი ინფორმაცია შვედეთში თუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის შესახებ 1 დეკემბერს გამოჩნდა არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე. პუბლიკაციას თან ახლდა მიმოწერა ამ ცნობის გამავრცელებელ ინსტაგრამის მომხმარებელ ქალთან, რომელიც, როგორც მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, აბდურახმანოვის მეზობელია.
  • გასული წლის თებერვალში ოპოზიციონერ ჩეჩენ ბლოგერს, თუმსო აბდურახმანოვს, შვედეთში თავს დაესხნენ. დანაშაული გროზნოდან ბრძანებით ჩაიდინა რუსეთის მოქალაქე რუსლან მამაევმა, რომელსაც შვედეთში ასამართლებენ.
  • ჩეჩენი ბლოგერის ადვოკატმა, იენს შელუნდმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თუმსო აბდურახმანოვის მოკვლისთვის მამაევს ჯილდოს დაჰპირდნენ.
  • საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო, ხოლო თავად ბლოგერი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და საცხოვრებლად შვედეთში გადასულიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG