Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამბობს, რომ აშშ-თან პატიმრების გაცვლა, შესაძლებელია, კვლავ მოხდეს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 8 დეკემბერი. 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. 8 დეკემბერი. 2022 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პატიმრების შემდგომი გაცვლა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კვლავ შესაძლებელია და რომ ორი ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს შორის კონტაქტები გაგრძელდება.

პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა პრეს-კონფერენციაზე ბიშკეკში, 9 დეკემბერს, ერთი დღის მერე, როცა აშშ-მა გაათავისუფლა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრაინერის, სანაცვლოდ.

პუტინს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ სხვა პატიმრების გაცვლაც მოხდეს. "დიახ, ყველაფერი შესაძლებელია", უპასუხა მან.

"კონტაქტები გრძელდება. ისინი, ფაქტობრივად, არასოდეს შეწყვეტილა... კომპრომისი მოიძებნა, ჩვენ არ უარვყოფთ ამ სამუშაოს გაგრძელებას მომავალში"- მოჰყავს Reuters-ს პუტინის სიტყვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG