Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზმა ბლოგერმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო


დაურ ბუავა
დაურ ბუავა

ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "სახელმწიფოს ღალატში" ადანაშაულებდა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.

ბუავას თქმით, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა. მისი სიტყვებით, იანვრიდან ეს ფორმა კიდევ უფრო გამარტივდება „ოკუპირებული ტერიტორიებზე“ მცხოვრებთათვის.

„ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მკვიდრებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, ეს შეეხება სამაჩაბლოსაც. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელია პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტების მცირე პაკეტი“, - ამბობს ბუავა.

დაურ ბუავა თბილისში გასული შემოდგომიდან ცხოვრობს. ის ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ ერთ-ერთ დამფუძნებელია.

28 წლის ტიკტოკერს აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა 19 მაისს „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. დე ფაქტო უწყებამ განაცხადა, რომ ბუავა რუსეთში იძებნებოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაც. ბლოგერი ამას „მტკნარ სიცრუეს“. უწოდებს. მისი სიტყვებით, ის რუსეთში სწავლობდა და თავისუფლად გადაკვეთა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარი.

XS
SM
MD
LG