Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტვიტერზე“ ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვის გამო ევროკავშირი ილონ მასკს აფრთხილებს


ელონ მასკი
ელონ მასკი

სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან გაფრთხილებას იღებს მისთვის მოსალოდნელი სანქციების დაწესების შესახებ.

16 დეკემბერს, ილონ მასკმა რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის, „ნიუ იორკ თაიმსის“, CNN-ისა და „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორების ერთი დღით დაუბლოკა ანგარიშები მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პუბლიკაციები ილონ მასკის კერძო თვითმფრინავის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესახებ. „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, რომ ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ-რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდებოდა.

„ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოს განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა ახალი წესები, რომელთა თანახმადაც, „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტების გავრცელება აკრძალულა და ეს წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.

ევროკომისარ ვერა იუროვას განცხადებით, ილონ მასკის გადაწყვეტილება ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს და მან უნდა იცოდეს, რომ არსებობის „წითელი ხაზები“, რომელთა მიღმაც სანქციებია.

საფრანგეთის მრეწველობის მინისტრმა, როლანდ ლესკურმა, პარასკევს საღამოს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ილონ მასკის გადაწყვეტილების გამო, ის აპირებს გააუქმოს „ტვიტერზე“ საკუთარი ანგარიში.

მელისა ფლემინგი, გაერთიანებული კომუნიკაციების ხელმძღვანელი კი „ტვიტერზე“ წერს, რომ ის „ღრმად შეშფოთებულია“ ჟურნალისტებისთვის ანგარიშების დაბლოკვით. მისი თქმით, „მედიის თავისუფლება სათამაშო არ არის“.

როიტერსის ინფორმაციით, 17 დეკემბერს „ტვიტერმა“ ჟურნალისტების ანგარიშები აღადგინა.

XS
SM
MD
LG