Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი ახალგორიდან - ის მშობლებს თბილისში ექიმთან მოჰყავდათ


ოძისის საოკუპაციო ხაზი; 2020 წლის იანვარი
ოძისის საოკუპაციო ხაზი; 2020 წლის იანვარი

* მასალა განახლებულია. გამოქვეყნებისას ეწერა, რომ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ბავშვის საზღვარზე გადმოყვანა დაბადების მოწმობის არქონის გამო გაჭიანურდა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ნებართვის მიღების გართულების მიზეზი დოკუმენტაციის არქონა არ ყოფილა.

ახალგორიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ მოჰყავდათ. როგორც ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა უთხრა "ეხო კავკაზას", ბავშვი ავად რამდენიმე დღის წინ გახდა და სამედიცინო დაეხმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაეწია, პარალელურად კი მიმდინარეობდა მზადება მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის გაწევის მიზნით თბილისში გადმოყვანაზე.

მეარაყიშვილის თქმით, ბავშვის პირობით საზღვარზე გადმოყვანის ნებართვის მიღება გაჭიანურდა. საბოლოოდ მშობლებმა მოზარდი მოსაბრუნის, იგივე რაზდახანის გამშვები პუნქტის გავლით გადმოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რადიო თავისუფლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა ახალგორის გამგებელს, ნუგზარ თინიკაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ გარდაცვლილი ბავშვი, ელზა კუდუხოვია და ის 11:30-ზე გადმოიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თბილისში ჩამოყვანამდე, მცხეთის სიახლოვეს გარდაიცვალა. გარდაცვლილის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც ნუგზარ თინიკაშვილი ფლობს და არც თამარ მეარაყიშვილი.

რადიო თავისუფლება ცდილობს მომხდარის შესახებ მეტი ფაქტობრივი დეტალის გარკვევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს რაზდახანის (მოსაბრუნი/ოძისი) და პერევის გამშვები პუნქტების გადაკვეთა ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეუძლიათ, თუმცა ამისთვის საჭიროა 2022 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გაცემული საშვის ქონა, რომელთა გაცემაც ნელა და შეფერხებით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG