Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და უკრაინამ 2023 წელს ტყვეების პირველი ჯგუფები გაცვალეს


არქივის ფოტო: უკრაინელი ტყვეები გაცვლის დროს. 31 დეკემბერი, 2022 წელი
არქივის ფოტო: უკრაინელი ტყვეები გაცვლის დროს. 31 დეკემბერი, 2022 წელი

რუსეთმა და უკრაინამ დაადასტურეს, რომ 2023 წელს ტყვეების 50-50 კაციანი ჯგუფების პირველი გაცვლა მოხდა, იტყობინება dpa.

სააგენტოს მოჰყავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის 50 სამხედრო, „რომლებსაც ტყვეობაში სიკვდილის საფრთხე შეექმნათ", უკრაინამ 8 იანვარს გაათავისუფლა. ისინი სამხედრო თვითმფრინავებით მოსკოვში ჩაიყვანეს, სადაც გაივლიან მკურნალობას და რეაბილიტაციას.

კიევი იტყობინება, რომ 50 სამხედრო - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი - გადასცა მას რუსეთის არმიამ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ „უკან ბრუნდებიან ისინი, ვინც ტყვედ ჩაცვივდნენ ჩერნობილის ატომურ სადგურზე, ასევე მარიუპოლის დამცველები, ჩვენი ბიჭები დონეცკის ოლქიდან, ბახმუტის და სხვა რაიონებიდან“.

მოსკოვი და კიევი ტყვეებს რეგულარულად ცვლიან. ბოლო გაცვლა 2022 წელს 31 დეკემბერს მოხდა. ეს ერთადერთი სფეროა, სადაც ორ ქვეყანას შორის დიალოგი გრძელდება. სხვა დონეზე ყოველგვარი მოლაპარაკება ჩიხში მოექცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG