Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პირველად აღმოჩნდა კორონავირუსის ქვევარიანტი "კრაკენი"


კორონავირუსის შტამ „ომიკრონის“ ქვევარიანტი, რომელიც „კრაკენის“ სახელით არის ცნობილი, პირველად აღმოჩნდა რუსეთში. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახური იტყობინება 12 იანვარს. დაავადების შემთხვევა პენზის ოლქში დაფიქსირდა.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კრაკენს“ ყველაზე გადამდები უწოდა COVID-19-ის ყველა არსებულ ვარიანტს შორის. მაგრამ, ექსპერტების შეფასებით, დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

როგორც „როსპოტრებნადზორმა“ დააზუსტა, ამ მომენტისთვის რუსეთში დადგენილია შტამ „ომიკრონის“ ნაირსახეობათა ფართო სპექტრი, მაგრამ დომინანტი რჩება ВА.5. შარშან შემოდგომაზე რუსეთში ასევე გამოვლინდა „დელტა“ შტამით დაავადების ერთეული შემთხვევები. ის 2021 წლის მეორე ნახევარში დომინირებდა და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. „როსპოტრებნადზორს“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სხვა შტამი არ დაუდგენია.

ვარიანტი XBB.1.5 „კრაკენი“ პირველად ოქტომბერში დაფიქსირდა აშშ-ში. გარდა ამისა, ის აქტიურად ვრცელდება დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG