Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

СNN-ის თანახმად, უკრაინის ჯარები ორგანიზებულად ტოვებენ სოლედარს


სოლედარი, 11 იანვარი.
სოლედარი, 11 იანვარი.

ტელეკომპანია СNN-ის გადამღები ჯგუფი უკრაინის ქალაქ სოლედარიდან იტყობინება, რომ ჟურნალისტები აკვირდებიან ქალაქიდან უკრაინის ჯარების ორგანიზებულ გასვლას.

ჯგუფი სოლედარიდან დაახლოებით 4 კილომეტრით არის დაშორებული.

ტელეკომპანიის კორესპონდენტ ბენ უედმანის თქმით, პარასკევს დღის პირველ ნახევარში მხარეები განაგრძობდნენ გააფთრებულ ბრძოლებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უკან დახევის ნიშნები დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. მაგრამ ჯარისკაცებს შორის პანიკა არ შეინიშნება.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოლედარი აღებულია, მაგრამ იმ მომენტისთვის დამოუკიდებელი წყაროების მიერ ამ ინფორმაციის დადასტურება არ მოიპოვებოდა.

უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია სოლედარის დატოვება. კიევმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ სოლედარის აღების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG