Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს სააგენტო მოსახლეობას ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრის შესახებ აფრთხილებს


თბილისი
თბილისი

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისისა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან, მტვრის მასების გავრცელების შესახებ აფრთხილებს. უწყება განმარტავს, რომ ეს შესამჩნევი იქნება დღეიდან, 18 იანვრიდან.

"აღნიშნული პროცესის მიზეზი ზუსტდება გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ, სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც საჭიროებს გარკვეული დროს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

XS
SM
MD
LG