Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჰაერი ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება


თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი
თბილისი, 2023 წლის 21 იანვარი

მეორე დღეა, საქართველოს ჰაერი ცენტრალური აზიიდან, ყარაყუმის უდაბნოდან გავრცელებული მტვრით აღარ ბინძურდება და გაწმენდა დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ მიაწოდა.

"რამდენიმე დღეა, მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნევდა, რომ მომატებული იყო მყარი ნაწილაკების შემცველობა ჰაერში. ეს დაფიქსირდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ჩვენი სადგურებითაც...

მტვრის მასების შემოჭრის პროცესი დასრულდა გუშინ და კონცენტრაცია ჰაერში ისევ მაღალია, თუმცა საგრძნობლად დაეცა წინა დღეებთან შედარებით. რამდენიმე დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს ჰაერის გაწმენდა. ჰაერის სრულად გაწმენდა მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული", - ამბობს გარემოს დაცვის სააგენტოს გარმოს დაბინძურების დეპარტამენტის უფროსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 18 იანვრის განცხადების მიხედვით, ფიქსირდებოდა მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც, ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და ყარაყუმის უდაბნოდან (ცენტრალური აზია) მტვრის მასების გავრცელებით იყო გამოწვეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG