Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარაპლანით ფრენის დაშვების მოთხოვნით გუდაურში აქცია გაიმართა


აქცია პარაპლანით ფრენის დაშვების მოთხოვნით. გუდაური. 29 იანვარი, 2023 წელი
აქცია პარაპლანით ფრენის დაშვების მოთხოვნით. გუდაური. 29 იანვარი, 2023 წელი

29 იანვარს გუდაურში ათობით პარაპლანისტი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე და პარაპლანით ფრენაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. პროტესტის გამო საბაგიროც გაჩერებული იყო.

„დაპირება გვქონდა მთავრობისგან, რომ ზამთარში შევძლებდით ფრენას. შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში, რეგულაციები მიღებული იქნებოდა“, - ამბობს "ტვ პირველთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პარაგლაიდინგი, რომელიც გუდაურში ერთ-ერთი პოპულარული ექსტრემალური სპორტის სახეობაა, დაახლოებით 6 თვეა აკრძალულია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ორი ტურისტი დაიღუპა ფრენისას.

ბოლო შემთხვევამ იმის გამოც მიიქცია ყურადღება, რომ პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი 8 ადამიანით ბორტზე. ყველა დაიღუპა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარაგლაიდინგის ფედერაცია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, პარაპლანით ფრენის საკანონმდებლო რეგულაციის საკითხებზე და ფრენები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე აღდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG