Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას


საილუსტრაციო ფოტო: F16
საილუსტრაციო ფოტო: F16

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს განაცხადა, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, თუმცა დასძინა, რომ ამისთვის ჯერ გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.

ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია", თუკი პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ეს მოიცავს იმის გამორიცხვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავები "რუსეთის მიწას შეეხება" და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ მათი გაცემა არ დაასუსტებს საფრანგეთის არმიას, - განაცხადა მაკრონმა.

უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს, თქვა მაკრონმა, რომელიც 31 იანვარს პარიზში შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.

რუტეს თქმით, უკრაინას ჰოლანდიისგან ოფიციალურად არ უთხოვია F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ამჟამად ამის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG